ფეხბურთი

19:16 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკოს ძალების იტალიაში მოსინჯვა სურს

“მანჩესტერ სიტის” ბოსნიელი შემტევი ედინ ჯეკო იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ აპენინებზე ძალების მოსინჯვის სურვილს მაინც გამოთქვამს.

“როდესაც პატარა ვიყავი, სერია A მიზიდავდა. “მილანის” გულშემატკივარი ვიყავი. იმ დროს, იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ, პრემიერლიგას კი ასეთი შარმი არ ჰქონდა.

ახლა სიტუაცია შეცვლილია. იტალიაში ბევრი ცუდი რამ ხდება. აქ ქვეყანაში ბევრი სკანდალია, სტადიონები მოძველდა და კიდევ არაერთი პრობლემაა. თუმცა, ჩემი მეგობარი მირალემ პიანიჩი “რომაში” თავს კარგად გრძნობს.

ვითამაშებ თუ არა იტალიაში? “სიტი” შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ახლახანს ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე შედეგების გაუმჯობესებაა. თუმცა, ძალების იტალიაში მოსინჯვა მაინც მინდა, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება.” – აცხადებს ჯეკო, რომლის შეძენით მილანის “ინტერია” დაინტერესებული.

თეგებიედინ ჯეკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118312