თამაშგარე

11:54 | 9.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკ უილშირი: ”ქორწინება საშინელი დანაშაულია!”

როგორც იცით, ლონდონის ”არსენალის” ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯეკ უილშირი სამი თვის წინ მამა გახდა. თუმცა, ბავშვის დაბადებით გახარებულმა ჯეკმა ისიც თქვა, რომ შვილის დედას (რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ”გელფრენდი” იყო) ცოლად არასოდეს მოიყვანს და დაოჯახების საკითხი ამ ეტაპზე მისთვის დახურულია. მაშინ ლონდონელი ფეხბურთელის ეს სიტყვები ახალგაზრდა კაცის ახირებად მიიჩნიეს და განსაკუთრებული ყურადღება არც მიუქცევიათ. მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში უილშირის ბაგეს ისეთი სიტყვები მოსწყდა, რომ ამჯერად ყველამ იკადრა დაფიქრებაცა და ჯეკის სიტყვების გაანალიზებაც...
მოკლედ, ჯეკ უილშირმა სახალხოდ განაცხადა, რომ ცოლის მოყვანას არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ საერთოდ, არასდროს დააპირებს და მკვეთრად ემიჯნება იმ ფენომენს, რასაც ცოლ-ქმრობა ჰქვია. უილშირმა განმარტა, რომ ჰომოსექსუალისტი სულაც არ არის და ამიტომ როდი ამბობს ამ სიტყვებს, რომ ქალებს კაცები ურჩევნია. მისი აზრით, ქორწინება საშინელი დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე და თუკი კაცი თავს პატივს სცემს, ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადადგამს.
”არსენალის” ფეხბურთელის ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, დიდი და ხმაურიანი სკანდალები მოჰყვა. ჟურნალისტებმა ამოქექეს და იპოვნეს 19 წლის ინგლისელი მოცეკვავე გოგონა, რომელიც ცოტა ხანი ჯეკ უილშირსაც ხვდებოდა. გოგონამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა უილშირი სექსში არაფრით განსხვავდება მოხუცი მამაკაცისგან, რომლისთვისაც სექსი გართობაზე მეტად მძიმე სატანჯველია. უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ჯეკ უილშირის მიერ ქორწინების ფენომენის უგულველყოფას, ეს თავად შეგვიძლია განვსაჯოთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090465