ჩინურ ვუსიში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის მე-2 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი ლელა ჯავახიშვილისთვის (2464). იგი შავი ფიგურებით მასპინძელ ქსიაოენ ჟანგს (2367) დაუპირისპირდა და 33-ე სვლაზე მარცხი განიცადა.
ამგვარად, ჯავახიშვილს 2 ტურის თავზე 0.5 ქულა შერჩა, წინ კი 1.5-1.5 ქულით სამი მონაწილე გაიჭრა: ჟონგი ტანი (ჩინეთი, 2483), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2514) და იიქსინ დინი (ჩინეთი, 2427).
შეგახსენებთ, რომ ტურნირში სულ 10 მოჭადრაკე ჩაება, რომელთაგან 8 ჩინელია, უცხოელები კი ჯავახიშვილი და გუნინა არიან.
შეჯიბრი 9 ტურად მიმდინარეობს და 9 ივნისს დასრულდება.







