ჭადრაკი

0:33 | 25.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი სასიამოვნოდ გვაოცებს

ვაჟთა შორის ევროპის მე-12 ინდივიდუალურ ჩემპიონატში 8 ქართველი მოჭადრაკე ჩაება, უცნაური კი ის გახლავთ, რომ სამი ტურის თავზე, მათგან საუკეთესო შედეგი ქალბატონს გააჩნია. ლელა ჯავახიშვილი შავი ფიგურებით რეიტინგით გაცილებით ძლიერ სომეხ ავეტიკ გრიგორიანს დაუზავდა და 2.5 ქულით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.
სხვა მხრივ, გასული ტური ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა. გამარჯვების მოპოვება მხოლოდ თორნიკე სანიკიძემ და ლუკა პაიჭაძემ მოახერხეს, გუშინდლამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე ლევან ფანცულაიამ და დავით ლობჟანიძემ კი პირველად წაიფორხილეს.
სამწუხაროდ, ცუდად თამაშობს საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა, რომელსაც ტურნირზე მე-8 რეიტინგი გააჩნია, თუმცა, სამი პარტიიდან ვერცერთში ვერ იმარჯვა. მან ზედიზედ მე-3 ყაიმი ებრაელ რაზნიკოვთან გააფორმა, რომელსაც 323 პუნქტით უსწრებს.
საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში მიმდინარე ევროპის პირველობა თერთმეტ ტურად მიმდინარეობს, დასვენების დღედ კი, 29 მარტია გამოცხადებული. ტურნირი ორ აპრილს დასრულდება.

ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის. ექს ლე ბენი (საფრანგეთი). 21 მარტი-3აპრილი
მესამე ტური

ვლადიმირ პოტკინი (რუსეთი, 2653) – ლევან ფანცულაია (2595) 1:0
მარკუს რაგერი (ავსტრია, 2614) – დავით ლობჟანიძე (2489) 1:0
ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი, 2608) – ლელა ჯავახიშვილი (2437) 0.5:0.5
დანი რაზნიკოვი (ისრაელი, 2384) – ბაადურ ჯობავა (2707) 0.5:0.5
თორნიკე სანიკიძე (2542) – ლუკ რენაზე (საფრანგეთი, 2286) 1:0
ანტუან ფავარელი (2267) – ლუკა პაიჭაძე (2487) 0:1
კლემენ ურიე (2252) – სალომე მელია (2462) 0.5:0.5
კონსტანტინოს ლაპასი (საბერძნეთი, 1949) – დავით ზარქუა (2397) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა
3 ქულა – კოვჩანი (უკრაინა, 2563), ვაისერი (საფრანგეთი, 2522), ნისიპეანუ (რუმინეთი, 2673), მოისეენკო (უკრაინა, 2673), პოტკინი (რუსეთი, 2653), იორდანესკუ (რუმინეთი, 2626), სავჩენკო (რუსეთი, 2616), რაგერი (ავსტრია, 2614), პარლიგრაში (რუმინეთი, 2598), გუსეინოვი (აზერბაიჯანი, 2584), ტერ-სააკიანი (სომხეთი, 2575), ჟიგალკო (ბელორუსი, 2571);
15. ჯავახიშვილი (2437) – 2.5; 68. ფანცულაია (2595) – 2.0; 92. სანიკიძე (2542) – 2.0; 96. პაიჭაძე (2487) – 2.0; 165. ლობჟანიძე (2489) – 2.0; 207. ჯობავა (2707) – 1.5; 224. მელია (2462) – 1.5; 260. ზარქუა (2397) – 1.0;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089531