ჭადრაკი

23:01 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი ჩინურ ტურნირში ჩაერთო

ჩინეთის უსიში სტარტი აიღო ქალთა უძლიერესმა წრიულმა ტურნირმა 8 ჩინელი და 2 უცხოელი მოჭადრაკის მონაწილეობით. შეჯიბრი ტრადიციულია და წელს უკვე მესამედ ტარდება.

ჩინეთის სახელით შეჯიბრში ასპარეზობენ: ჟუ ვენჯუნი (2544), ტან ჟონგი (2483), ჰუან ქიანი (2469), გუო ქი (2439), დინ იიქსინი (2427), ვან იუე (2401), შენ იანი (2397), ჟან ქსიაოვენი (2367), უცხოელთაგან კი შეჯიბრში ქართველი ლელა ჯავახიშვილი (2464) და რუსი ვალენტინა გუნინა (2514) ჩაებნენ.

პირველ ტურში ქართველი დიდოსტატი თეთრი ფიგურებით მსოფლიოს უძლიერეს ათეულში მყოფ ჟუ ვენჯუნს დაუზავდა, შემდეგ პარტიას კი შავებით ჟან ქსიაოვენთან ჩაატარებს.

ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 9 ივნისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091167