ჭადრაკი

16:03 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახაძე ვადაზე ადრე გაჩემპიონდა

საერთაშორისო ოსტატმა ზურაბ ჯავახაძემ (2448) 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

ჯავახაძემ შავი ფიგურებით გიორგი სიბაშვილს (2180) სძლია და 8 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა. დასკვნითი ტურის წინ, ზურაბის აქტივში 7.5 ქულაა და იგი უახლოეს მდევარ ირაკლი ბერაძეს (2324) 1.5 ქულით უსწრებს. ამგვარად, ჯავახაძემ თურქულ ჰატაიში სექტემბერში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.

ლიდერი არ შეცვლილა 20-წლამდე გოგონათა ტურნირშიც. 7.0 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს ანა კუჭავა (2063), მერი არაბიძე (2355) და ანა შამათავა (2104) კი მას 0.5 ქულით ჩამორჩებიან.

12-წლამდე გოგონებში მორიგი გამარჯვების წყალობით ლიდერობა ხელთ იგდო ელენე კოსტავამ (1668). მის აქტივში 6.5 ქულაა. ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ ლილე ქორიძე (1691) და სალომე სანიკიძე, რომელთა აქტივიც 6-6 ქულაა. ეს უკანასკნელნი დასკვნით ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ამავე ასაკის ბიჭებში პირველობასთან ახლოსაა კოკა ბუკია (1586), რომელიც 7.0 ქულით ლიდერობს და მე-2 ადგილზე მყოფ ნიკოლოზ პეტრიაშვილს (1680) 0.5 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091171