თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 20-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, სადაც საქართველოს სახელით მერი არაბიძე (2379), ანა კუჭავა (2092) და ზურაბ ჯავახაძე (2457) ასპარეზობენ, 3 ტურის პარტიები მიილია.
ვაჟებში ქულათა მაქსიმუმით 4 მოჭადრაკე დაწინაურდა, ჯავახაძეს კი 2.5 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-17 ადგილზე იმყოფება. მე-4 ტურში ზურაბი თეთრი ფიგურებით ინდოელ ვიდიტს (2565) ეთამაშება.
გოგონებში 3 ქულის მოგროვება სამმა მონაწილემ მოახერხა. არაბიძე 2 ქულით 22-ეა, ხოლო კუჭავა 1.5 ქულით 32-ე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში არაბიძე შავებით უნგრელ იუჰაშს (2169) გაეჯიბრება, კუჭავა კი თეთრი ფიგურებით ინდოელ შრისტის (1909) ეთამაშება.
ცნობისთვის, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის 118 ჭაბუკი და 77 გოგონა იბრძვის. ტურნირი შვეიცარული სისტემით 13 ტურად ტარდება და 26 სექტემბრამდე გასტანს.







