ფეხბურთი

15:51 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “გუსევს მადლობის გადახდა არ სჭირდება”

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” საუბარში განაცხადა, რომ გუნდს უკრაინის ჩემპიონატის პირველად მოგება და ისტორიაში შესვლა შეუძლია.

- რამდენიმე დღის განმავლობაში youtube-ში ატვირთულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ გუსევს სიცოცხლე გადაურჩინეთ, თითქმის ოთხმა მილიონმა ადამიანმა ნახა. თქვენი თვალებით სიტუაცია როგორ გამოიყურებოდა?

- ოლეგისა და დენისის საშინელი შეჯახების შემდეგ, “დინამოს” ფეხბურთელთან სხვებთან შედარებით ყველაზე ახლოს აღმოვჩნდი. მაშინვე მივხდი, რომ გუსევი უგონოდ იყო და დახმარებას შევეცადე. ყველადერი გავაკეთე რაც იმ მომენტში შემეძლო.

- როგორც ჩანს, თქვენს საფეხბურთო კარიერაში მსგავსი რამ პირველად არ შეგმთხვევიათ...

- რაღაც მსგავსი ერთხელ საქართველოს ნაკრების მატჩის დროს მოხდა. გარდა ამისა, “დნიპროს” შემადგელობაში შეკრებაზე ყოფნის დროს ერთ-ერთ ეპიზოდში გონება ჯულიანუმ დაკარგა. 

 - პირველი დახმარების აღმოჩენა სად ისწავლეთ?

- სპეციალურად არსად მისწავლია. უბრალოდ, სადღაც ვნახე ეს როგორ კეთდება და იგივეს გამეორებას შევეცადე.

- ახლა თქვენზე როგორც ნამდვილ გმირზე საუბრობენ...

- გულშემატკივრების მხრიდან ამას ვგრძნობ. თუმცა, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჩემი აზრით, რომან ზოზულიამ არანაკლები გააკეთა. ასე მოხდა და ვფიქრობ, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. თქვენ რომ ყოფილიყავით მსგავს სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდით?

- თავად გუსევმა გადარჩენისთვის მადლობა უკვე გადაგიხადათ?

- არა, მაგრამ მან ეს არც უნდა გააკეთოს. მთავარია, რომ ოლეგი კარგად იყოს.

- “დინამოსთან” მატჩს დავუბრუნდეთ. ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი რის ხარჯზე დაამარცხეთ?

- ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტები გამოვიყენეთ და კარი “მშრალად” შევინახეთ. იყო თუ არა იმ საღამოს “დნიპრო” “დინამოზე” ძლიერი? რადგან 2:0 მოვიგეთ, ვფიქობ, პასუხი ნათელია.  

- ოლეგ ბლოხინის გუნდმა რამეთი გაგაკვირვათ?

- ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ სიურპრიზი შემოგვთავაზა. თუმცა, მარცხის მიუხედავად “დინამომ” აჩვენა, რომ კარგი გუნდია და უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- თუმცა, ამ გუნდმა ხომ მატჩის განმავლობაში “დნიპროს” კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრა...

- ჩემი აზრით, ეს მარტივად ასახსნელია. ჩვენ დავალება გვქონდა, რომ გოლი არ გაგვეშვა. ამიტომ, დაცვაში საიმედო თამაშს უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდით. ორი გოლის გატანით კი, შეიძლება ითქვას, რომ გეგმას გადავაჭარბეთ.

- ხუანდე რამოსი თქვენი ქმედებებით კმაყოფილია?

- ვფიქრობ, ასეა. თუმცა, მატჩის შემდეგ კონკრეტული საუბარი არ ყოფილა: მწვრთნელმა მადლობა გადაგვიხადა და სახლებში წავედით.

- ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან გამარჯვება როგორ აღნიშნეთ?

- მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს შედეგი ჯერ არაფერს წყვეტს, ასე რომ აღნიშვნა ადრეა. მთელი ბრძოლა წინაა და არ უნდა მოვდუნდეთ. 

- ალბათ, წარსულიდან გამომდინარე, “დნიპროსთვის” ერთ-ერთი უმთავრესია, რომ გრანდების დამარცხების შემდეგ, ქულები უფრო სუსტ მეტოქეებთან არ დაკარგოს...

- მართალი გითხრათ, ძალიან მეშინია, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. ამიტომ, მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე დავიხარჯოთ. წარმატებას მხოლოდ ასე მივაღწევთ.

 - საჩემპიონო რბოლაში ერთ-ერთი ფავორიტად იქეცით და ბუნებრივია, ეს პრემიერლიგის დანარჩენი გუნდებისთვის კარგი გამაღიზიანებელი იქნება.

- გეთანხმებით, რადგან ყველა გუნდი “თავს შეგვაკლავს”. თუმცა, ასეთია ბედი თითოეული გუნდის, რომელიც გრანდად ითვლება. “დინამოსთან”, “შახტართან” და “მეტალისტთან” მატჩებისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან. ამ დროს გრანდის სტატუსი უნდა შეინარჩუნო და სათანადო შედეგს მიაღწიო.    

- თქვენი აზრით, ჩემპიონატის ოქროს მედლების მოსაპოვებლად რეალურ პრეტენდენტებად რომელი გუნდები რჩებიან?

- ოთხივე გუნდს, რომლებიც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არიან, პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვთ. ვფიქრობ, “დნიპროს” სხვებთან შედარებით უპირატესობა არ აქვს, რადგან გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის გვერდით იმყოფებიან.  

- გუნდში იმის განცდა თუ არის, რომ ისტორიაში შესვლა და ქვეყნის ჩემპიონატის პირველად მოგება შეგიძლიათ?

- მესმის რაზეც საუბრობთ და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცდა არის. ამის მიუხედავად, ეს არაფერს ნიშნავს. ამოცანას იმ შემთხვევაში შევასრულებთ თუ დარჩენილ მატჩებში თითოეული თავის შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოავლენს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101919