თბილისის “დინამოსა” და უელსის “ლანელის” წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან, ჯუდით გოფთან ერთად საბავშვო ცენტრ “ცისარტყელას” ეწვივნენ, რომელიც მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნავს.
“დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ბავშვებს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკლაციო ეტაპზე “დინამოსა” და “ლანელის” შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადასცა. თან, ცენტრს დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა. “ცისარტყელას” აღსაზრდელები ბრიტანელებმაც დაასაჩუქრეს. თავის მხრივ, მასპინძლებმა მცირე კონცერტი მოაწყვეს და სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ “ლანელის” უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარება ტრადიციად ექცა.
ლაშა თაბაგარი









