ფეხბურთი

20:16 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “ზესტაფონს” ძლივს მოუგო

11 აგვისტოს 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. გვიან მატჩში, “დინამო არენაზე,” თბილისის “დინამომ” “ზესტაფონს” უმასპინძლა. კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მაყურებელმა სულ სხვა სურათი იხილა, ფაქტობრივად, ერთი თვის შექმნილმა “ზესტაფონმა” გაცილებით გააზრებული ფეხბურთი ითამაშა, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მიშიკო სარდალიშვილმა ბურთი ძელსაც გაარტყა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე თბილისელები ისევ საუკეთესო ბომბარდირმა ჩისკომ გადაარჩინა. ზუსტად დაარტყა მარჯვენა დაბალ კუთხეში და ჩემპიონებს გამარჯვება მოუტანა.

განმუხურში, “ზუგდიდი” “ჩიხურასთან” 1:3 დამარცხდა, ვაკეში კი, “დილამ” ისევ გაიმარჯვა. 3 დღის წინათ “მიხეილ მესხზე” გორელებმა ხორვატული “ჰაიდუკი” დაამარცხეს, ხოლო კვირას გრიგოლ დოლიძის დუბლით ბოლნისის “სიონს” სძლიეს.

შაბათს 3 მატჩი გაიმართა: მარტვილის “მერანმა” სამტრედიაში ცხინვალის “სპარტაკს” 2:1 მოუგო, მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” ნახევრადდაშლილ ლანჩხუთის “გურიას” 3:0 სძლია, ქუთისში კი ადგილობრივმა “ტორპედომ” და რუსთავის “მეტალურგმა” ფრედ – 1:1 ითამაშეს.

I ტური

ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაშა ჭელიძე (12), 1:1 ირაკლი ეხვაია (51), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (78), 1:3 რატი წინამძღვრიშვილი (90)

 

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლაშა თოთაძე (11), 1:1, 1:2 გრიგოლ დოლიძე (39, 77)

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი მერებაშვილი (27), 1:1 ირაკლი ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+3)

1 ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 3:0 3
2 ჩიხურა 1 1 0 0 3:1 3
3 დინამო (თბ) 1 1 0 0 2:1 3
4 დილა             
1 1 0 0 2:1 3
5 მერანი 1 1 0 0 2:1 3
6 მეტალურგი 1 0 1 0 1:1 1
7 ტორპედო 1 0 1 0 1:1 1
8 ზესტაფონი 1 0 0 1 1:2 0
9 სიონი 1 0 0 1 1:2 0
10 სპარტაკი
1 0 0 1 1:2 0
11 ზუგდიდი 1 0 0 1 1:3 0
12 გურია 1 0 0 1 0:3 0

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083609