ფეხბურთი

17:47 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "რომა" უარით გაისტუმრა

უკრაინის ეროვნული ნაკრების და კიევის "დინამოს" თავდამსხმელის ანდრეი იარმოლენკოს ტრანსფერი "რომაში" კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ამჯერად, უკრაინელებმა "მგლების" 18 მილიონიან შემოთავაზებაზე თქვეს უარი.

თავდაპირველად, იტალიელებმა კიეველებს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარის შემდეგ, ფასი სამი მილიონი ევროთი აწიეს. "დინამოს" პოზიცია მყარია - მსურველმა კლუბმა ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. როგორც ჩანს, "რომა" აღნიშნული თანხის გამოყოფას არ აპირებს და უკრაინელებს არც ეშვება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელისადმი ინტერესს "ჩელსიც" იჩენდა. იარმოლენკომ უკრაინის ჩემპიონატის გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 12 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106755