ფეხბურთი

22:46 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" – ფრე პოლონურ "პოდბესკიძიესთან"

თბილისის "დინამომ" თურქეთში პირველი ტესტ-მატჩი პოლონურ "პოდბესკიძიესთან" ჩაატარა და 1:1 დაასრულა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ჯარიმის ზღვარზე თამაშობდნენ და ხშირ შემთხვევაში მათი მოქმედება ამ ზღვარსაც სცილდებოდა, ამის გამო კი ოთარ კაკაბაძემ, გიორგი მერებაშვილმა და დავით ხურცილავამ მოედანი დროზე ადრე დატოვეს.

ანგარიში შეხვედრის მე-9 წუთზე პოლონელმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მოწინააღმდეგემ დაცვისა და მეკარის შეცდომით  ისარგებლა და "პოდბესკიძიე" მარეკ სოკოლოვსკიმ დააწინაურა – 0:1.  დინამოელთა თავკაცს მალხაზ ჟვანიას პირველი იძულებითი ცვლილების განხორციელება 35–ე წუთზე მოუწია. ტრავმირებული ოთარ კაკაბაძის ნაცვლად, რომელსაც ორთაბრძოლისას მხარი ამოუვარდა, მოედანზე დავით ხურცილავა გამოვიდა.

მეორე ტაიმი ჩვენმა ფეხბურთელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და  55–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, პოლონელთა კარში გოლი ჩვენი გუნდის მაკედონიელმა ლეგიონერმა, დარკო გლიშიჩმა გაიტანა – 1:1. შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენს ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა პოდბესკიძიეს კარის ხაზიდან ბურთი მცველმა გამოიტანა. თამაშის 84–ე წუთზე თბილისელთა თავკაცს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. გიორგი მერებაშვილის ნაცვლად, მოედანზე საბა ლობჟანიძე გამოვიდა, რომლის ძალისხმევითაც განვითარებული შეტევის დროს, შეხვედრის ბოლოს  გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც შეიძლებოდა. დინამოელებმა შეხვედრის ბოლო ორი წუთი რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს, ერთ–ერთ სათამაშო ეპიზოდში დავით ხურცილავა დაშავდა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შესძლო. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ლევან ტყეშელაშვილს.

"დინამო" – "პოდბესკიძიე" 1:1 (0:1)

"დინამო" (პირველი ტაიმი): ლორია, კაკაბაძე (ხურცილავა 35), გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია, ძარია, გორგიაშვილი, ჩისკო, ვუო, დიასამიძე, გოგა.

დინამო: (მეორე ტაიმი): დაუშვილი, ხურცილავა, რეხვიაშვილი, პაპავა, პაპუნაშვილი, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ცინცაძე, გლიშიჩი, მერებაშვილი (ლობჟანიძე 88), მოდებაძე

გოლები: 0:1 სოკოლევსკი (9), 1:1 გლიშიჩი (55)

 

 

www.fcdinamo.ge-ს ფოტოები და ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=oWbZSYS68VM

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087323