ფეხბურთი

21:43 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„დილა“ მზადებას გორში განაგრძობს

გორის „დილა“ შეკრებას გორში განაგრძობს. საკუთარ კედლებში გუნდი 22 იანვრიდან ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თვის ბოლომდე აქ მოემზადება. 3 თებერვალს კი რამაზ სოღოლაშვილის გუნდი თურქეთში, კერძოდ კი ანთალიაში გააგრძელებს შეკრებას, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადება. მოგეხსენებათ, კლუბი რამოდენიმე  ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელთა შემადგენლობაში არის მატებაც.

„დილას“ ახალწვეულები არიან: კვარაცხელია (მაკაბი უმალ ფემი - ისრაელი), ორბელაძე, კორღალიძე, ბერიაშვილი (სამივე - მეტალურგი), ჯიშკარიანი, შალამბერიძე, კოშკაძე (სამივე გურია), რაჟამაშვილი (ზესტაფონი). გუნდში იყვნენ და დარჩნენ: შეყრილაძე, ლეგაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი, სადაღაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი, წიქარიძე. ასევე, დუბლშემადგენლობიდან და „დილას“ აკადემიიდან პირველ გუნდში დაწინაურდნენ: ნ. ნოზაძე, კურმაშვილი და სირბილაძე.

 „დილას“ პრესსამსახური   

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086081