ფეხბურთი

9:35 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო “ატლეტიკოში” დაბრუნებასთან ახლოსაა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მიზანი გერმანული “ვოლფსბურგის” პლეიმეიკერის – დიეგოს შეძენა იქნება. AS-ის ცნობით, მადრიდელთა თავკაცი დიეგო სიმეონე 28 წლის ბრაზილიელის დაბრუნებას აქტიურად ცდილობს.

“დიეგო ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის გადმოყვანაც ვითხოვე. ამის შესახებ ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე. ვიცი, რომ “ატლეტიკოში” დაბრუნება თავად დიეგოსაც სურს. საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს ვართ. იმედია, მომდევნო სეზონიდან გაგვაძლიერებს”, - განაცხადა სიმეონემ.

თავის მხრივ, მადრიდში დაბრუნების სურვილს არც თავად დიეგო მალავს: “ატლეტიკოს” ინტერესის შესახებ ვიცი. არ დავმალავ, ამ კლუბში დაბრუნება ძალიან გამახარებდა”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120391