ფეხბურთი

14:51 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: “ბელგიასთან ფრე სამართლიანი შედეგია”

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამის აზრით, სტუმრად ბელგიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დაფიქსირებული ფრე (0:0), სამართლიანი შედეგია.

“ფრე, ჩვენთვის არცთუ ცუდი შედეგია. შესაძლებლობა მქონდა, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხი მენახა როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. ფრე სამართლიანი შედეგია. აღსანიშნავია, რომ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ურუგვაის წინააღმდეგ.

ჩვენთვის ვითარება იმ ფაქტმაც გაართულა, რომ მეტოქეს გულშემატკივრები მხარს კარგად უჭერდნენ. მაგალითად, ორი წლის წინ ჩვენს წინააღმდეგ ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში, ბელგიელებმა სტადიონი ვერ გაავსეს”, – იუწყება 44 წლის დეშამის სიტყვებს Voetbalnieuws-ი.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საფრანგეთის ნაკრები, თბილისში, “დინამო არენაზე” საქართველოს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06438