თამაშგარე

18:16 | 3.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

”დიდიე, დარჩი ჩემთან!”

ლონდონის ”ჩელსის” ფერადკანიანი ფორვარდის – დიდიე დროგბას საფეხბურთო მომავალი რიგით ქომაგებზე არანაკლებად, რა თქმა უნდა, მის საყვარელს, ბრიტანელ მოდელს – ემილ გროვის აწუხებს. ბოლო დროს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდიემ, შესაძლებელია, არამარტო ლონდონური კლუბი, არამედ, საერთოდ ინგლისიც კი დატოვოს და აპენინებზე გადაბარგდეს, რაც ძალიან არ უნდა ემილს და ამბობს, რომ იგი ყველანაირად ეცდება დროგბას დარწმუნებას იმაში, რომ მისი ინგლისიდან წასვლა არ ღირს.
”ახლა, დიდიეს მართლაც ძალიან რთული პერიოდი აქვს და ბევრი გაურკვეველი საკითხის გადაწყვეტა უწევს. მისი საფეხბურთო კარიერა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობაც არაა უმნიშვნელო. ამიტომ, ყველანაირად ვეცდები, რომ დიდიე ინგლისში დარჩენაზე დავითანხმო. დღეს თუ არა, სულ მალე, შეიძლება მართლაც მოვიდეს დრო, როდესაც დიდიე ”ჩელსიდან” წავა, მაგრამ ინგლისში განა ცოტა გუნდია? მით უმეტეს, რომ აქ იგი ძალიან უყვართ და დიდ პატივსაც სცემენ” – ამბობს ემილ გროვი და დასძენს, რომ დიდიე მისთვის ბევრს ნიშნავს და ინგლისიდან დროგბას წასვლა მათ ურთიერთობებზე კარგად ნამდვილად არ აისახება.
როდესაც დიდიე დროგბას კარიერული ბურუსი გაიფანტება და საბოლოოდ გადაწყდება მისი მომავალი, ყველა მარტივად მივხვდებით, ამ კაცს უყვარს თუ არა თავისი თეთრკანიანი გულისსწორი და რამდენად შეუძლია მის გამო რაიმეზე უარის თქმა. სხვათა შორის, დიდიეს ადრე შავკანიანი მანდილოსნები იზიდავდნენ ხოლმე და ემილის გაცნობამდე მისი საყვარელი, როგორც წესი, თეთრი არასოდეს ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169155