ძიუდო

14:57 | 3.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სლემი 69 ქვეყანას შეკრებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პარიზის “დიდი სლემის” შემადგენლობა გამოაქვეყნა. წინასწარი განაცხადების მიხედვით, 5-6 თებერვალს, ფრანგულ ტატამზე 69 ქვეყნის ნაკრების 400-ზე მეტი ძიუდოისტი გავა. თუმცა, კონკრეტულ სიებში დღეს-ხვალ ცვლილებები მაინც განხორციელდება. ორგანიზატორებს ქართულ განაცხადშიც მოუწევთ რამდენიმე გვარის ჩასწორება, რადგან უკვე დაზუსტებულია, რომ სოსო ლიპარტელიანის გუნდი პარიზში წინასწარ სიაში შეყვანილი ამირან პაპინაშვილის (60 კგ), არსენა მაჭარაშვილის (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ნოდარ მეტრეველის (+100 კგ) გარეშე გაემგზავრა.
ქართული შემადგენლობის მნიშვნელოვნად შეცვლა თბილისის მსოფლიოს თასმა გამოიწვია და უცხოელთა რიგებში მსგავსი ფართო გადახალისებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთში თანამედროვე ძიუდოს თითქმის ყველა ვარსკვლავი იჭიდავებს.
“დიდი სლემის” ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად, 300 სარეიტინგო ქულასაც მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები – 180-ს, ნახევარფინალში, მეოთხედფინალსა და მერვედფინალში წაგებულები კი შესაბამისად, - 120, 60 და 36 ქულას შეიმატებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164772