ფეხბურთი

20:34 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე ისევ ტრავმირებულია

“უდინეზეს” თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე გუნდს ვერც სერია A-ს 35-ე ტურში დაეხმარება.

ბოლო დროს, 36 წლის თავდამსხმელს მუხლი აწუხებს. ამის გამო, მან გუნდის უკანასკნელი 5 თამაშიდან 3 გამოტოვა და უდინელებმა ვერცერთი მათგანი ვერ მოიგეს.

კვირას, “უდინეზე” “ტორინოს” ეწვევა და დი ნატალე მონაწილეობას ვერც ამ მატჩში მიიღებს. მის გარდა, გუნდს ტრავმირებული მაურიციო დომიციც ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117656