ძიუდო

17:25 | 31.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

დღევანდელ ქართულ ფინალში წიკლაურმა იმარჯვა

ლევან წიკლაურის მოგებით დასრულდა მსოფლიო თასის მეორე დღის ქართული ფინალური ბრძოლა.
81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წევრთა შეხვედრაში, წიკლაურმა ხვიჩა ხუციშვილი დაამარცხა.
ამ წონაში ბრინჯაოს მედლებიც ქართველებს – იოსებ წელაურსა და დავით კარბელაშვილს – დარჩათ.
მსოფლიოს თასის მეორე დღეს მედლები ოთხ (81, 90, 100 და +100) კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდება.
წინასწარი შეხვედრების შემდეგ კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ათ ქართველს ჰქონდა. ყველაზე შედეგიანად 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები გამოვიდნენ.
საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი ნახევარფინალში გავიდა, იქ კი, ლევან წიკლაურმა და ხვიჩა ხუციშვილმა იმარჯვეს და ფინალის საგზურები გაინაღდეს, ხოლო დავით კარბელაშვილი და იოსებ წელაური რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ - კარბელაშვილმა აზერბაიჯანელ ტეიმურ რზაზადეს სძლია, წელაურმა კი - ბერძენ დავიდ ცოკურის.
90 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალები ქართულ-რუსული იქნება. 90 კილოგრამში მინდია ბოდაველი კამილ მაგომედოვს დაუპირისპირდება, რევაზ ჩიქოიძე - მაგომედ მაგომედოვს, მძიმე წონის გადამწყვეთ შეხვედრაში კი, ოქროს შეხვედრისთვის ადამ ოქრუაშვილის მეტოქე იაპონელი მაშარუ მომოსი იქნება.
საღამოს პროგრამაში მოხვდნენ დავით ლორიაშვილი, ნოდარ მეტრეველი (ორივე 100კგ.) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ.) სამივე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებს. ლორიაშვილი ფრანგ ჟან დომინიგ ვარდევერენს შეხვდება, მეტრეველი - სომეხ აკოფ არაჩელიანს, ხოლო ხანჯალიაშვილი, იაპონელ დაიკი კამიკავას.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161558