ფეხბურთი

20:24 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ “ვალენსიაშიც” ისურვეს

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის, ჟერარ დეულოფეუს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა – 19 წლის შემტევის არენდით აყვანის სურვილი “ვალენსიამაც” გამოთქვა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემით მიზნით, “ბარსა” დეულოფეუს ერთი წლით განათხოვრებას აპირებს. კატალონიელებს სურთ, ფეხბურთელი ისეთ გუნდში გაუშვან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. დეულოფეუს მსურველთა შორის ასეთი ორია – “დორტმუნდი” და “სოსიედადი”. გერმანელებს ჟერარის ყიდვა ურჩევნიათ, რაც “ბარსას” სურვილს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, კატალონიელთათვის პრიორიტეტული ფეხბურთელის “სოსიედადში” გაშვებაა. არის კიდევ ერთი ვარიანტი – “სევილია”, რომელსაც ხესუს ნავასის შემცვლელი ჭირდება. პრობლემას ის ქმნის, რომ ანდალუსიელები არა ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ევროპის ლიგაზე ითამაშებენ.

Superdeporte-ს ცნობით, დეულოფეუს ერთი წლით დამატების სურვილს “ვალენსიაც” გამოთქვამს. შეგახსენებთ, რომ “სევილიას” მსგავსად, მომდევნო სეზონში, “ვალენსიაც” ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113795