სხვა

11:37 | 3.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

დელეგატთა ნაწილი ოლიმპიური არჩევნების გადადებას მოითხოვს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება ჩაიშალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დელეგატთა ნახევარზე მეტი ყრილობაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს.
სპორტულ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატთა ნაწილი ყრილობაზე მისვლას არ აპირებს. რამდენიმე ვეტერანი სპორტსმენი კი, დღის წესრიგის უმთავრესი საკითხის - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დღეს, 13 საათზე, სასტუმრო “შერატონში” უნდა გაიმართოს. პრეზიდენტობის კანდიდატი ერთადერთია – მოქმედი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი. ხმის უფლების მქონე დელეგატთა საერთო რაოდენობა კი 107-ს შეადგენს.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087517