ჩოგბურთი

13:06 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო რეიტინგში ტოკიოდან დაწინაურდა

ტოკიოს ტურნირის ფინალში კანადელი მილოშ რაონიჩის 7:6 (7:5), 7:5 ძლევის შემდეგ 25 წლის არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიგო და ხვალ გამოსაქვეყნებელ მსოფლიო რეიტინგსიაში მეხუთე პოზიციამდე დაწინაურდება. შეგახსენებთ, ტოკიომდე დელ პოტრომ წლეულს როტერდამისა და ვაშინგტონის შეჯიბრებზე იმარჯვა, ამასთან, ინდიან-უელსის “მასტერზ1000”-ის ფინალში გააღწია.

ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქის დღევანდელ ფინალს რაც შეეხება, დელ პოტროსა და რაონიჩის დაპირისპირება საათსა და 46 წუთს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში ხუან მარტინმა 3 ბრეიკი და 7 ეისი განახორციელა. კარიერის განმავლობაში დელ პოტრო მეორედ შეხვდა რაონიჩს და პირველად მოახერხა ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელის დამარცხება.

დელ პოტრომ თავისი 16-ე ტურნირი მოიგო, ტოკიოში მოპოვებული წარმატების შედეგად კი ხუან მარტინს საპრიზო თანხის სახით 312 ათასი დოლარი გადაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110397