ფეხბურთი

18:22 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ხუანფრანზე ყოყმანობს

შესაძლოა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ სამუნდიალედ გამზადებულ 23-კაციან განაცხადში ცვლილებები შეიტანოს. ესპანური მედიის ცნობით, “ფურია როხას” დამრიგებელი ბრაზილიაში ხუანფრანის წაყვანაზე ჯერ კიდევ ფიქრობს.

დელ ბოსკემ მადრიდის “ატლეტიკოს” მარჯვენაფლანგელი 23-კაციან განაცხადში შეიყვანა, მაგრამ არაა გამორიცხული, მის ნაცვლად მადრიდის “რეალის” მცველი დანიელ კარვახალი გამოიძახოს. ხუანფრანის ბედი სალვადორის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გადაწყდება. რამდენადაც ცნობილია, “ატლეტიკოს” მცველს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემებიც აქვს.

დელ ბოსკეს ხუანფრანის კარვახალით შეცვლა ფიფას რეგლამენტის წესებით შეუძლია. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110572