ფეხბურთი

11:15 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ: “ინიესტას მხოლოდ ზიდანს თუ შევადარებთ”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი დეკუ, ანდრეს ინიესტას მსოფლიო ფეხბურთში მოვლენად მიიჩნევს.

დეკუმ საფეხბურთო კარიერა აგვისტოში მას შემდეგ დაასრულა, რაც დოპინგის მოხმარებაში ამხილეს და ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. პორტუგალიელმა ინიესტაზე საკუთარი მოსაზრება Mundo Deportivo-სთან საუბარში დააფიქსირა.

“როდესაც ინიესტაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, არის მხოლოდ ერთი მოთამაშე, რომელთანაც მისი შედარება შეიძლება - ეს ზინედინ ზიდანია. ანდრესი მოვლენაა. რა თქმა უნდა, მან “ოქროს ბურთი” დაიმსახურა, თუმცა, მის წინააღმდეგ ორი კონკურენტია - ლეო და კრიშტიანუ. ეს ყველაფერს ართულებს. მესის და რონალდუს დიდება კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რადგან მათ ფონზე სხვა დიდი ფეხბურთელები, ისეთები, როგორებიც ინიესტა, იბრაჰიმოვიჩი და რიბერი არიან, თითქმის არ ჩანან” - განაცხადა დეკუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10582