იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტების კითხვებმა ისე გააღიზიანეს, რომ იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას არ მორიდებია.
იტალიის საფეხბურთო ლიგის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა დე ლაურენტისს ედინსონ კავანის შესაძლო გაყიდვის შესახებ ჰკითხეს, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს: "ჟურნალისტები იტალიური ფეხბურთის უმთავრესი იდიოტები ხართ. თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ. არ შეიძლება მხოლოდ ჰონორარებზე და ხელფასებზე საუბარი. უფრო კარგად იმათ ვუგებ, ვისაც კინემატოგრაფია უყვარს. მათ არ აინტერესებთ, რამდენს გამოიმუშავებენ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი".









