ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ნახევარმცველი დავით ხურციძე კარიერას სომხეთში გააგრძელებს.
21 წლის ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის ცსკა-ას აღზრდილია. მან განვლილი სეზონის პირველი ნახევარი იჯარით რუსეთის მეორე დივიზიონის სანკტ-პეტერბურგის “პენზაში” გაატარა, ხოლო მეორე ნახევარში “ტორპედოში” გამოდიოდა. ქუთაისელთ რიგებში ჩატარებულ 5 მატჩში ხურციძემ 2 გოლი გაიტანა.
ამჯერად, ხურციძე ერევნის “ულისში” ითამაშებს. ერევნელებსა და ცსკა-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ის სომხური კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა.







