ფეხბურთი

18:21 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით კვირკველია “სამტრედიაში” ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი დავით კვირკველია “სამტრედიაში” ითამაშებს.

განვლილი სეზონი, 34 წლის კვირკველიამ თბილისის “დინამოში” გაატარა. თუმცა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “აქტობესთან” გამოვარდნის მერე, კლუბში მომხდარი ცვლილებები მასაც შეეხო.

კვირკველიას ახალი კლუბის მოძებნა დიდ ხანს არ დასჭირვებია და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული “სამტრედიას” ღირსებას დაიცავს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091484