ფეხბურთი

11:10 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი “ასტონ ვილასთან” არ ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი, ტრავმის შემდეგ მკურნალობის კურსს განაგრძობს და საკუთარ გუნდს პრემიერლიგის მორიგ ტურში ბირმინგემის “ასტონ ვილას” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში განაცხადა.

“ის ჯერ ძირითად ჯგუფთან ერთადაც არ ვარჯიშობს. ვფიქრობთ, რომ დავიდ ლუისი მომავალ კვირაში დაგვიბრუნდება. ამჟამად ის ფიზიოთერაპიის კურსს გადის. მისი გამოჯანმრთელების ტემპი ძალიან კარგია, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არაა”, - თქვა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114421