ჩოგბურთი

11:46 | 29.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ფერერმა კარიერაში მე-17 ტიტული მოიგო

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დასრულებული ტურნირის ფინალურ მატჩში, კორტების მასპინძელი დავიდ ფერერი მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომერ უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს დაუპირისპირდა, 3-სეტიან, მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - 6:1, 3:6, 6:4 - და კარიერაში რიგით მე-17 ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა 1 საათი და 21 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელმა სამი ბრეიკი შეასრულა, მისმა მეტოქემ კი ეს მხოლოდ ერთხელ შეძლო. ფერერის ანგარიშზე 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა გახლდათ, დოლგოპოლოვმა კი 6 ეისი ჩააწოდა და ოთხი ორმაგი დაუშვა.
გუშინდელი მატჩი ამ ჩოგბურთელების ურთიერთდაპირისპირებაში რიგით მეექვსე გახლდათ და დავიდი დამაჯერებლად ლიდერობს - 5:1. ამ გამარჯვებით ფერერმა 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად, საპრიზოს სახით 342850 ევროც მიიღო.
 

 

გიორგი ბარბაქაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162513