ჩოგბურთი

20:20 | 15.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ფერერი - “უგვირგვინო მეფე”

შვედეთის ქალაქ ბაშტადში 410175 ევროს საპრიზო ფონდის საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა, რომლის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ესპანელი მოთამაშები წარსდგნენ. მსოფლიოს კლასიფიკაციაში სადღეისოდ მეხუთე ადგილზე მყოფმა დავიდ ფერერმა მეათე პოზიციაზე მყოფ ნიკოლას ალმაგროს 6:2, 6:2 მოუგო და კარიერის განმავლობაში 16-ე ტიტული დაისაკუთრა. ფერერს 2007 წელს ბაშტადის შეჯიბრება ერთხელ უკვე მოგებული ჰქონდა, დღეს კი მეორედ იმარჯვა სკანდინავიის ქალაქში. დავიდმა თითო სეტში 2-2 ბრეიკი განახორციელა, რაც ალმაგროს დამაჯერებელი დამარცხებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ალმაგროს მატჩის მსვლელობისას მხარი აწუხებდა, რამაც შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა.

“კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ. წლეულს უკვე 5 ტურნირი მოვიგე და კმაყოფილების საფუძველიც ნამდვილად მაქვს. ბევრს ვმუშაობ და ყოველ მატჩში ბოლომდე ვიბრძვი. შევეცდები, სამომავლოდ კიდევ უფრო კარგი თამაში ვუჩვენო მაყურებელს”, - ამგვარი სახელდახელო კომენტარი გააკეთა დავიდ ფერერმა დღევანდელი ფინალის შემდეგ.
ამასობაში ფერერის ასპარეზობა ცნობილმა საჩოგბურთო ექსპერტმა ბრედ ჯილბერტმა შეაფასა: “თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დავიდი საუკეთესოა იმ მოთამაშეებს შორის, რომელთაც არასდროს მოუგით “მასტერზ1000”-ის და სადიდსლემო შეჯიბრებები. ეს კიდევ უფრო თვალნათლივ მიუთითებს, რამდენად ძლიერია მსოფლიოს რეიტინგსიის პირველი ოთხეული”.
 
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170652