ჩოგბურთი

0:20 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

დაუნდობელ რაფას ხუანი შეეცოდა

საფრანგეთის ღია პირველობის უმთავრესი ფავორიტი რაფა ნადალი მოწინააღმდეგეებს ანადგურებს. მერვედფინალში მალიორკელის “მსხვერპლი” არგენტინელი ხუან მონაკო შეიქნა. ნადალმა 6:2, 6:0; 6:0 დაამარცხა პატაგონიელი და მეოთხედფინალში გავიდა. შეხვედრა საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. წლევანდელ “როლან გაროსზე” რაფამ მეტოქეებს მხოლოდ 19 გეიმი დაუთმო. საფრანგეთის ღია პირველობაზე ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ არგენტინელ გილერმო ვილასს ჰქონდა – 1982 წელს მან მეოთხედფინალისკენ სავალ გზაზე 16 გეიმი დაუთმო ოპონენტებს. “პირველ სეტში ხუანს არ გაუმართლა. 6:2 კორტზე განვითარებულ მოვლენებს სათანადოდ არ ასახავს. მომდევნო პარტიებში კი ყველაფერი გამომდიოდა და გითხრათ სიმართლე, მონაკო მეცოდება. ხუანი წლეულს საუკეთესო ჩოგბურტს აჩვენებს მაყურებელს და მერიდებოდა კიდეც, როდესაც მატჩის მსვლელობისას მის შეწუხებულ სახეს ვხედავდი”, - განაცხადა ნადალმა მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ.
წლევანდელი “როლან გაროსის” ბოლო მეოთხედფინალისტი შოტლანდიელი ენდი მარეი (4) გახდა. ბრიტანელმა ფრანგ რიშარ გასკესთან (17) პირველი სეტი პირწმინდად დათმო (1:6), მაგრამ მომდევნო სამ პარტიაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა (6:4, 6:1, 6:2) და ტურნირის 8 საუკეთესო ჩოგბურთელს შორისაა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)
რაფა ნადალი (ესპანეთი) – ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) – დავიდ ფერერი (ესპანეთი)


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090512