სხვა

16:12 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი მხოლოდ ჰაკუჰოა

სექტემბრის ბაშოს 6 დღის თავზე ერთადერთი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, იგი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელმაც მორიგ წარმატებას კომუსუბი ტოჩიოძანთან მიაღწია.

“თეთრ ფენიქსს” თითო მოგებით ჩამორჩებიან ოძეკები კისენოსატო, კაკურიუ და კოტოშოგიკუ და სამიც რიგითი მაეგაშირა: ამინიშიკი, კიოკუტენჰო და იოშიკაძე.

ტოკიოში მიმდიმარე სუპერტურნირზე 4 მარცხის წილ მე-2 გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიონოშიმა ოშიდაშით დაამარცხა.

გაგამარის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ვაკანოსატო იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099056