ჭადრაკის სასახლეში დასრულდა პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატ ბუხუტი გურგენიძის მეოთხე მემორიალი.
ყველაზე პატარა 8 წლამდე ასაკის ბიჭუნებს შორის 7-დან 6.5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა საბა ლომსაძემ. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა დავით სიბაშვილი. 5.5 ქულით მესამეზე ილია კავკასიძე გავიდა.
6.5 ქულით იმავე ასაკის გოგონათა შორის იპირველა თამარ თასოშვილმა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა სალომე ბეიტრიშვილმა. 4-4 ქულით III-V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ანა კუპრავა; 4. მართა ქათამაძე; 5. ანა მაჭარაშვილი.
ერთპიროვნული გამარჯვებული ჰყავს 10-წლიან ბიჭებსაც. 5.5 ქულით პირველობა არავის დაუთმო ნიკოლოზ კევლიშვილმა. ნახევარი ქულით ნაკლები მიითვალა აქტივში ლუკა ხობელიამ, ხოლო მესამე ადგილი ერთბაშად 5-მა მონაწილემ გაინაწილა 4.5 ქულით: 3. შოთა ხოდაშნელი; 4. გიორგი დემურხანიშვილი; 5. ლაზარე ლომსაძე; 6. რატი მღვდელაძე; 7. თორნიკე წერეთელი.
10-წლიან გოგონათა ასპარეზობაში 6.5 ქულით ლალი გარსიაშვილმა იმარჯვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს მდევარ მარიამ მირიანაშვილს. მესამე საპრიზო ადგილზე კი 5.0 ქულით იანა ენგიბარიანი განთავსდა.
6.0 ქულით იპირველა 12-წლამდე ბიჭების შეჯიბრში ცოტნე მამულაშვილმა, ხოლო, მეორე ადგილზე 5.5 ქულით ლუკა ობოლაძე გავიდა. 5-5 ქულით III-IV ადგილები მათე თოდაშვილმა და მარლენ გუნიამ გაიყვეს. თუმცა, პროგრესით საპრიზო ადგილი თოდაშვილს ერგო.
ამავე, ასაკის გოგონათა შორის 5.5 ქულით მარიამ წამალაშვილმა და სალომე ხუცურაულმა გაიყვეს I-II ადგილები. დამატებითი მაჩვენებლები წამალაშვილის მხარეს აღმოჩნდა. 5.0 ქულა ერთბაშად ოთხმა მონაწილემ დააგროვა და შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ეკატერინე ცომაია; 4. თამარ ონიანი; 5. სალომე სანიკიძე;
ქულათა მაქსიმუმით გაიმარჯვა 14-წლიან ჭაბუკებში ნიკოლოზ ცომაიამ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა 2 (!) ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ლაშა არევაძეს. 4.5 ქულა დააგროვა მესამე ადგილოსანმა ანტონ ნადირაძემ.
14 წლამდე გოგონათა შორის პირველ ადგილზე მარიამ ჯავახიშვილი გავიდა, მეორეზე მარიამ ჯანიაშვილი, ხოლო მესამეზე ოლგა სტეპანოვა.
მემორიალში მწვრთნელებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მოსწავლეთა მიერ დაკავებული ადგილებისთვის განკუთვნილი ქულების ჯამური მონაცემებით.
პირველ ადგილზე 171 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე გავიდა.
მეორე ადგილი 85 ქულით საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ელგუჯა ფხაკაძეს ერგო. მესამე ადგილზე 60 ქულით სპორტის ოსტატი მზია წერეთელი გავიდა.
www.gcf.org.ge







