ფეხბურთი

0:03 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დანიელი უფლისწული”

“ტოტენჰემის” დამრიგებელმა ტიმ შერვუდმა თამაშის უკეთ დასანახად მატჩის ცქერა ტრიბუნიდან გადაწყვიტა, თუმცა ჩვეულებრივზე მეტი ინერვიულა და მეორე ტაიმში მწვრთნელის სკამზე მაინც დაბრუნდა. მისი აღშფოთების მთავარი მიზეზი კი ისევ დაცვის სშინელი თამაში იყო. უკვე მერამდენეჯერ ისჯებიან “დეზები” უკანახაზელთა გაუგებარი შეუთანხმებლობის გამო. ნახევარი საათიც არ იყო გასული და მასპინძლები უკვე 0:2 აგებდნენ. პირველი გოლი ცოტა კურიოზულიც გამოდგა. სტუმართა მეკარე ბორუცმა ცენტრისკენ დაარტყა, ბურთი ყველაზე უკან მდგომ ნოგტონს თავზე გადაახტა, გარშემო კი დამზღვევი არავინ იყო, როდრიგესი მეკარესთან პირისპირ მარტო დარჩა და ანგარიში გახსნა. ლონდონელთა დაცვის მორიგი შეცდომის მიზეზით გავიდა მოერე გოლიც. საჯარიმოს სიახლოვეს ლამბერტმა სამი ტოტენჰემელი გააბითურა და ლალანას რბილად დაუგორა ბურთი, კაპიტანმაც არ დაახანა და 0:2. ეს უკვე კატასტროფა იყო, “ტოტენჰემი” ზედიზედ მესამე საშინაო მატჩს აგებდა, მაყურებელი გასუსულიყო, მაგრამ ამ დროს უკვე მერამდენედ “დეზებს” მხსნელად “დანიელი უფლისწული” კრისტიან ერიკსენი მოევლინა. ნელ-ნელა ერიკსენი მართლაც გუნდის გამოკვეთილ ლიდერად ყალიბდება. პირველი ტაიმის ბოლოსკენ და მეორეს დასაწყისში მან დუბლი შეასრულა და ახლა ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უკვე სტუმრები აღმოჩდნენ. “ტოტენჰემი” მინდვრის სრული ბატონ-პატრონი გახდა. გამარჯვებისა კი შეცვლაზე შესულმა ისლანდიელმა გულფი სიგურდსონმა მეორე  დამატებულ წუთზე გაიტანა.

კერკეტმა “სტოკმა” “ასტონ ვილას” ბირმინგემში აჭამა სირცხვილი. არადა, სტუმართათვის ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე ვილელები ბელგიელმა კრისტიან ბენტეკემ დააწინაურა. თუმცა მერე სტოკელებმაც მოითქვეს სული და ნელ-ნელა შეტევებსაც უმატეს. გადამწყვეტი ოთხწუთიანი მონაკვეთი გამოდგა, როცა ოდემვინგიემ და კრაუჩმა ორჯერ აიღეს გუზანის კარი. ტაიმის მიწურულს ნ’ზონზიმ მესამეც გაიტანა და საქმეც მოამთავრა. მეორე ტაიმი ნაკლებ საინტერესო იყო. 64-ე წუთზე ოდემვიგიეს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. ბოლოს კი კამერონმა ანგარიში ბირმინგემელთათვის საერთოდ სამარცხვინო გახადა.

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 3:2 (1:2)

ლონდონი.”უაით ჰარტ ლეინი.” 35 460

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ვერტონგენი, როუზი, ნოგტონი, ლენონი (თაუნსენდი 72), დემბელე (სიგურდსონი 46), შადლი, ერიკსენი, ბენტალები, სოლდადო

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი (ჩემბერსი 46), შოუ, დევისი, ლალანა, კორკი, უარდ-პროუსი, როდრიგესი (რამირესი 64), ლამბერტი (გალახერი 89)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 როდრიგესი (19), 0:2 ლალანა (28), 1:2, 2:2 ერიკსენი (31, 46), 3:2 სიგურდსონი (90+2)

გაფრთხილება: ბენტალები (78); ლოვერნი (60), კორკი (82)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 2(9)-2(6), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 0-8,  სეივი: 2-3

 

ასტონ ვილა – სტოკი 1:4 (1:3)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 30 292

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ბეიკერი, ელ აჰმადი (სილა 33), დელფი, ვესტვუდი (ჰოლტი 73), ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (ალბრიგტონი 33)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი (მუნიესა 78), შოუქროსი, უილსონი, კამერონი, პლასიოსი, ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, ოდემვინგიე, არნაუტოვიჩი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ბენტეკე (5), 1:1 ოდემვინგიე (22), 1:2 კრაუჩი (26), 1:3 ნ’ზონზი (42), 1:4 კამერონი (90)

გაფრთხილება: ელ აჰმადი (8), ბენტეკე (52), ალბრიგტონი (72), ბაკუნა (81), ბეიკერი (83); პალასიოსი (24)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 1(3)-1(2), ჯარიმა: 15-10, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139642