ფეხბურთი

18:31 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაკავებები დიდ ბრიტანეთში გარიგებული მატჩების გამო

დიდ ბრიტანეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და 6 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან მინიმუმ 3 ფეხბურთელია. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

საქმეს ახლადშექმნილი ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი სააგენტო აწარმოებს, რომელსაც ბრიტანული  FBI შეარქვეს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობს.

დაპატიმრებები გამოცემა The Daily Telegraph-ის ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა, რომელიც გარიგებული თამაშების აზიელ ორგანიზატორებს ეხებოდა.

ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონებში მატჩის “ჩაწყობის” მინიმალური ღირებულება 50 000 გირვანქა სტერლინგია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116182