ფეხბურთი

11:50 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე ახალგაზრდა ქართველ მცველს აკვირდება

ბაქოს “ინტერში”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, 20 წლის ცენტრალური მცველი ნიკა ნარმანია ისინჯება. ამის შესახებ, აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალი sportbox.az-ი იუწყება.

აქამდე, ნარმანია პოლონურ ხოჟუვის “რუხსა” და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “ალკოროკონში” ირიცხებოდა. კარიერას კი საქართველოში, “გაგრაში” იწყებდა. ბაქოელთა თავკაცს მის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ “ინტერში” ქართველი ლეგიონერებიდან მეკარე გიორგი ლომაია, მცველები ალექსანდრე ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ასევე, თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე გამოდიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16486