ფეხბურთი

20:43 | 23.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ცოდვაა ასეთი "ზუგდიდი"

ცუდია, როდესაც უმაღლეს ლიგაში ასეთ თამაშებს უყურებ. უბრალოდ, ერთი გუნდი იმდენად უძლური იყო, რომ მეორესაც ძალაუნებურად ეკარგებოდა თამაშის ხალისი. "ზუგდიდში" არსებული სიტუაცია კარგად იცით და ნამატჩევს გუნდის მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს გამოვკითხეთ ახალი ამბები, თუმცა განსაკუთრებული სიახლე არაფერია - კი, ბატონო, შესაძლოა ახალ წლამდე თანხა გაუსტუმრონ, მაგრამ ჯერ ერთი, ალბათ, არასრულად დაფარავენ და მეორეც, რა მოხდება ახალი წლიდან?
არადა, "ზუგდიდი" ექვსეულშია შესული და ძალიან არ გვინდა, იქ უბრალოდ ქულების დამრიგებელი ობიექტი გახდეს. ასეთ გუნდით კი, რომელიც ელგუჯა ქომეთიანს რუსთავში ჰყავდა ჩაყვანილი, უმაღლესში (მითუმეტეს, ზედა ექვსეულში) გამოსვლა ნამეტანი უხერხულია.
...დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა და მეტი სიზუსტე, ან კონცენტრაცია რომ გამოეჩინა, ანგარიში კატასტროფულ სახეს მიიღებდა. "ტატანამ" საგოლე პასით დაიწყო, მე-8 წუთზე წამოიწყო შეტევა, მარცხნივ რევაზ გეწაძეს გადააწოდა და მანაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.
ჯერ მხოლოდ გოლებზე ვიტყვით, რადგან ამ თამაშის აღწერა ყოვლად უადგილოა.
38-ე წუთი: გიორგი მიქაბერიძემ გეწაძეს გააყოლა ბურთი, მან მარჯვნიდან ტატანაშვილს გაუკეთა პასი და დიმიტრიმაც ახლოდან იოლად გაიტანა - 2:0.
46-ე წუთი: ტატანაშვილმა ამჯერად მიქაბერიძის პასი გამოიყენა, თითქმის პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა - 3:0.
62-ე წუთი: დენის დობროვოლსკიმ შორიდან “ცხრიანში” შეაგდო - 4:0.
64-ე წუთი: გეწაძემ ჩააწოდა და გიორგი ქავთარაძემ თავით 5:0 გახადა ანგარიში.
მხოლოდ მატჩის მიწურულს, ზუგიდელმა გიორგი ლაშქარავამ შორიდან ძლიერად დაარტყა და მშვენიერი გოლი გამოუვიდა - 5:1.
კიდევ ბევრი საგოლე მომენტი ქარს გაატანეს გუნდებმა. ერთი ზუგდიდელებსაც ჰქონდათ, როცა მეკარე ზურაბ ბათიაშვილის უხეში შეცდომის შემდეგ, აკაკი ფარჯიკიამ ცარიელ კარში კარგად ვერ დაარტყა. რუსთაველთა მცველ ალექსანდრე ინწკირველს ორჯერ აუღო მეკარემ, კარგი შანსი ჰქონდათ ლაშა ჯაფარიძეს, გეწაძეს, ქავთარაძეს და როგორც უკვე ვთქვით, ტატანაშვილს: რუსთაველთა ფორვარდს ბოლო წუთზეც არ გაუმართლა, როცა ჯერ ძელს მოარტყა ბურთი ხუთიოდე მეტრიდან, ხოლო კიდევ ერთი შეტევის შემდეგ მეკარემ აუღო.

მატჩის შემდეგ:
ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდის" მწვრთნელი)
: “ვულოცავ მეტოქეს. თავადაც ნახეთ, დუბლებით ვითამაშეთ. რამდენიმე ფეხბურთელი რომ არ ჩავთვალოთ, უმეღლეს ლიგაში პირველად გამოვიდნენ და შედეგი სახეზეა. ეს ბიჭები ჯერ მზად არ არიან უმაღლესისთვის და მითუმეტეს, "მეტალურგთან" სათამაშოდ.
- ფეხბურთელები ოფიციალურად წასულები არიან გუნდიდან?
- არა. კონტრაქტები აქვთ. მხოლოდ ლევან კუტალიას უმთავრდება ხელშეკრულება. ჯერჯერობით, ოფიციალურად ჩვენთან ირიცხებიან ფეხბურთელები.
- როდის გპირდებიან ხელფას-პრემიებს?
- 25 დეკემბერი თქვეს. თუმცა, 25-ში თუ არა, ახალ წლამდე იქნება თანხა. ზუსტად არ ვიცი, რამდენს გადმორიცხავენ.
- და ახალი წლის შემდეგ რამის იმედი ჩანს?
- ბიუჯეტში გათვლილია თანხა მეორე ეტაპისთვის, თუმცა არ ვიცი, ეს თანხა რა ოდენობისა იქნება და ითამაშებენ თუ არა ჩვენი ფეხბურთელები ასეთ ხელფასზე.
- ეს პრობლემები რის გამო შეიქმნა?
- გამგებელი გადადგა და სანამ ახალი მოვა, ასეთი გაუგებარი სიტუაციაა. ნოემბრის ხელფასი ასაღებია, პლუს, მალე დეკემბერიც ჩათავდება. პლუს პრემიები.

გიორგი ყიფიანი ("მეტალურგის" მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ "ზუგდიდი" დუბლებით ითამაშებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემს ფეხბურთელები მოდუნებული უნდა გასულიყვნენ მოედანზე. არც მოხდა ასე. ჩვენ ვამუშავებთ იმ სათამაშო ნიუანსებს, რომლებიც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზეც გვექნება. საწყენია, რომ "ზუგდიდში” ასეთი სიტუაციაა და ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია. უნჯობესი იქნება, მალე გადაიჭრას. ბოლო დროს გახშირდა კლუბების უფინანსობის ფაქტები.
- თქვენ პირველი წრის ბოლოს ჩაიბარეთ "მეტალურგი". ექვსეულში შესვლა ვერ მოახერხეთ. რა მიზეზები იყო?
- არ გვეყო სამუშაო პერიოდი. დარწმუნებული ვარ, თუ მუშაობას გავაგრძელებთ, შედეგიც უკეთესი გახდება. მწვრთნელისთვის გაცილებით იოლია, როცა თავად ატარებს სელექციას.

"მეტალურგი" (რუსთავი) - "ზუგდიდი" 5:1 (2:0)
23.12. 14:00. რუსთავი. "ფოლადი". 150 მაყურებელი
მეტალურგი:
ბათიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, ინწკირველი (გავაშელიშვილი 66), სუხიაშვილი, დობროვოლსკი, რაზმაძე (ქავთარაძე 21), მაისურაძე, მიქაბერიძე, გეწაძე (ხაბელაშვილი 73), ტატანაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.
ზუგდიდი: მაქაცარია, ქომეთიანი, გიორგი ქვარცხავა, კანკია, ბერიშვილი (კობერიძე 46), ქანთარია, ხუბუა, ზურაბ ქვარცხავა (პატარაია 63), ჩანგელია (ნიკა ქირია 71), ფარჯიკია, ლაშქარავა.
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.
გოლები: 1:0 გეწაძე (8), 2:0, 3:0 ტატანაშვილი (38, 46), 4:0 მიქაბერიძე (62), 5:0 ქავთარაძე (64), 5:1 ლაშქარავა (85).
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

 

 

მერანი – დილა 2:3 (2:3)
გოლები:
1:0 საბა ლომია (7), 1:1 რომან ახალკაცი (17), 2:1 საბა ლომია (22), 2:2 რომან ახალკაცი (25), 2:3 ირაკლი მოდებაძე (45, პენ)
 

კოლხეთი – ვიტ ჯორჯია 1:1 (0:0)
გოლები:
1:0 შალვა კვანტალიანი (64), 1:1 გურამ ადამაძე (69)
 

დინამო (ბთ) – ჩიხურა 0:2 (0:1)
გოლები:
0:1 დავით კირკიტაძე (18), 0:2 ლევან ბაკურაძე (90)
 

ტორპედო – სიონი 4:1 (2:0)
გოლები:
1:0 გიორგი კუხიანიძე (18), 2:0 ნიკა საბანაძე (21), 2:1 გიორგი ჭანკვეტაძე (54), 3:1 ელგუჯა გრიგალაშვილი (57), 4:1 გიორგი ბერიაშვილი (87)

ზესტაფონი – დინამო (თბ) 2:1 (1:1)
გოლები:
1:0 შოთა ბაბუნაშვილი (19), 1:1 მიკელ ალვარო (38), 2:1 თეიმურაზ ღონღაძე (75)
 

 

 

1. დინამო (თბ) 22 16 4 2 63:19 52
2. დილა 22 16 1 5 36:15 49
3. ტორპედო 22 14 3 5 41:18 45
4. ჩიხურა 22 13 4 5 35:21 43
5. ზესტაფონი 22 11 4 7 30:20 37
6. ზუგდიდი 22 10 5 7 27:26 35
7. მეტალურგი 22 9 4 9 21:26 31
8. მერანი 22 7 2 13 23:36 23
9. ვიტ ჯორჯია 22 5 7 10 15:29 22
10. სიონი 22 4 6 12 14:38 18
11. დინამო (ბთ) 22 3 4 15 22:47 13
12. კოლხეთი 22 0 4 18 11:43 4

 

 

მეგოლეები:
 17 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
 16 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
 13 - საბა ლომია (“მერანი”)
 11 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
 7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე, დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”)  
 6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი”), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),  ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”)
 
 5 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2) (“ტორპედო”)
4 – ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა"), რატი წინამძღვრიშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი, ირაკლი მოდებაძე (2) (“დილა”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (“ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, გიორგი ონიანი (“დილა”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (“ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)
 2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი  (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე ("მერანი"), რევაზ გოცირიძე, ბესო დეკანოიძე, თემურ შარაშენიძე, ჯაბა ბერიანიძე (“ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი, სანდრო გურული (1), დათო კვირკველია (1), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა”), პაატა ცხვიტარია, შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში (“ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (“დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
 1 – თორნიკე აფციაური, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი ალექსანდრე ბენაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (“ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ალექსანდრ ტიმჩიშინი, დათა სიჭინავა (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი, ვილი ისიანი, გიორგი ჭედია, გიორგი ჭანკვეტაძე (“სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (“ვიტ ჯორჯია”), დაჩი ფოფხაძე, ალექსანდრე კოშკაძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, გიორგი ლაშქარავა (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, ლაშა სალუქვაძე, ირაკლი მოდებაძე (1) (“დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი”), ანზორ სუხიაშვილი, დავით ჯანელიძე, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (“მეტალურგი”)
 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100533