თამაშგარე

12:10 | 4.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი მოდელი “შტუტგარტს” მკერდით გადაეფარა

ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავს ცნობილი ქომაგები, რომლებიც ამ კლუბების ერთგვარ საიმიჯო თილისმას წარმოადგენენ. ეს ადამიანები უმეტესწილად ცნობილი ლამაზმანები და მოდელები არიან, რომლებიც ხშირად ესწრებიან საფეხბურთო მატჩებს და თავპატიჟდაუდებლად ქომაგობენ საყვარელ გუნდებს.
ამ კუთხით, გამონაკლისი არც გერმანული “შტუტგარტი” გახლავთ, რომელსაც უკვე ორ წელზე მეტია, რაც ცნობილი გერმანელი მოდელი ლამაზმანი - ჯინა-ლიზა ლოფჰინკი ქომაგობს და როდესაც საშუალება მიეცემა, შანსს ხელიდან არ უშვებს რომ შვაბურ კლუბს სიყვარულში გამოუტყდეს. ამას ისიც ემატება, რომ შტუდგარტულ კლუბში, ჯინა-ლიზას სატრფო, წარმოშობით კოტ დივუარელი არტურ ბოკაც ირჯება და ლამაზმანს ქომაგობის განსაკუთრებულ სტიმულს უქმნის.
ლოფჰინკის “შტუტგარტისადმი” ერთგულება რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც მოდელმა განაცხადა, რომ რაკი ამჟამად კლუბს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, იგი თანახმაა, თავისი ნარნარი სხეული ფოტოკამერების წინ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს და აღებული ჰონორარი მთლიანად შვაბთა კლუბის სალაროში გადარიცხოს. დაგვეთანხმებით, რომ საყვარელი გუნდისამი ასეთი ერთგულება ძალიან დასაფასებელია. სწორედ ჯინა-ლიზაზე ითქმის: “საყვარელ გუნდს მკერდით გადაეფარაო!”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087881