ძიუდო

15:22 | 11.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძეს მასტერსზე ნეკნი არ უშვებს

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მსოფლიოს მასტერსზე წამსვლელ ქართველ ძიუდოისტთა სიას გამოაკლდა. მიზეზი ერთი თვის წინანდელ ტოკიოს დიდ სლემზე მიღებული ტრავმაა - იაპონურ ტურნირზე ნეკნი იტკინა და ნახევარფინალში ვეღარ იჭიდავა. ამავე ტრავმის გამო სრულფასოვნად ვერც ქინგდაოს დიდ პრიზზე დაიტვირთა, თუმცა ამ ორ შეჯიბრებაზე მოპოვებული ქულები 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგის “ტოპ 16”-ში შესასვლელად მაინც ეყო. შესაბამისად, მასტერსზე ჭიდაობის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ... ნეკნის მორჩენა ვერ მოასწრო.
მსოფლიოს მასტერსს 14-15 იანვარს ალმათი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) გავლენ. მათ ყაზახეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პეტერ ზაიზენბახერის ასისტენტი გიორგი ვაზაგაშვილი ჩაიყვანს. თავად ზაიზენბახერი კი ალმათიში ავსტრიული შეკრებიდან ჩავა.
მასტერსი ერთ-ერთი უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირია. წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობას თითოეული წონის 16 ყველაზე მაღალრეიტინგიანი ძიუდოისტი იღებს. ჩემპიობა 400 სარეიტინგო ქულად ფასობს, ფინალისტობა – 240, მესამე ადგილი – 160, ხოლო მეხუთე – 80 ქულად.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152651