ძიუდო

18:49 | 9.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილმა და წიკლაურმა ტრავმები მოიშუშეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური ხვალ გამთენიისას იაპონიაში გაემგზავრებიან და ტოკიოში შეკრებაზე მყოფ გუნდთან ერთად განაგრძობენ ვარჯიშს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტებმა ტრავმა 26 თებერვალს, პრაღის მსოფლიოს თასზე მიიღეს და აზიურ შეკრებაზე დროულად ჩართვა ვერ შეძლეს.

“უკვე ორივე სპორტსმენი მწყობრშია. წიკლაურმა მუხლი მოიშუშა და ბოლო 4-5 დღე თბილისში ივარჯიშა კიდეც. ჭრიკიშვილს კი ხელის კუნთი ჰქონდა დაჭიმული და მკურნალობას შედარებით მეტი დრო დასჭირდა. საგანგაშო არაფერია და ტოკიოში ისიც ჩაერთვება წვრთნებში” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა იაპონიაში ათიოდ დღის წინ 14-კაციანი შემადგენლობა იახლა. ტოკიოს შეკრება 17 მარტამდე გაგრძელდება. 18 მარტს კი ქართული გუნდი სამხრეთ კორეაში გადაბარგდება და ათი დღით სეულში დაბანაკდება.
26-28 აპრილს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატამდე ზაიზენბახერის გუნდი კიდევ ორ შეკრებას გაივლის: 1-7 აპრილს გერმანიაში და 9-17 აპრილს მონღოლეთში.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156395