საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 მედალი გაინაღდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალშია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრაში იაპონელ იუიჩი კიტანოს დაეჭიდება.
მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს არჩილ შინჯიკაშვილს (90 კგ). იგი რეპეშაჟის ფინალშია და ბრინჯაოსთვის უნგრელ გაბორ ვერს შეხვდება.
დღესვე ტატამზე გიორგი მერმანიშვილი (81 კგ), გიორგი ნოზაძე (90 კგ) და შორენა შარაძეც (63 კგ) გავიდნენ. მერმანიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა, ნოზაძემ პირველსავე წრეში წააგო, შარაძე კი მე-2 წრიდან დაემშვიდობა ჩემპიონატს.
ოთარ მაღლაკელიძე







