ფეხბურთი

12:46 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურას” კვასხვაძე და ჭელიძე დააკლდებიან

ლიხტენშტაინის “ვადუცთან” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, საჩხერის “ჩიხურას” ნიკო კვასხვაძე და ლაშა ჭელიძე დააკლდებიან.

საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” ვებგვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს და ამიტომ, გუნდს ლიხტენშტაინში ვერ გაყვნენ.

“ვადუცი”-“ჩიხურას” დაპირისპირება 11 ივლისს ვადუცში, “რეინპარკზე” შედგება და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მომავალ მატჩს ალბანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ენეა იორგი იქნება, რომელსაც ილირ ტარტარაი და დენის რეხა დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, თბილისში მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე “ჩიხურამ” “ვადუცთან” 0:0 ითამაშა.

 

თეგები“ჩიხურა”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113604