ჩოგბურთი

21:40 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩინკმა რევანში აიღო

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მორიგი მატჩი წააგო. ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მიმდინარე 220-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში ანა უნგრელ მელინდა ჩინკს გადაეყარა და 6:7 (5:7), 6:3, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა ჩინკს მცირე ხნის წინ ნოტინგემის ტურნირზე 6:2, 3:6, 7:6 (7:2) სძლია, ამჯერად კი, უნგრელმა რევანშის აღება შესძლო. საინტერესოა, რომ გასულ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 9 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და14-დან მხოლოდ 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 4 ბრეიკი 6-დან შესაძლებლობიდან გაახერხა.
ტატიშვილი ნოტინგემში რჩება და ახლა, ძალებს წყვილთა ტურნირში სცდის. მისი და ლატვიელი ლიგა დეკმეიერეს მეტოქეები სამხრეთაფრიკელი გრანდინი და ჩეხი ულიროვა (მე-3 განთესვა) იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08964