ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ (70 კგ) Slamm-ის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. 27 მაისს, ჰოლანდიაში ჩატარებულ ბრძოლაში ჭიკაძე მასპინძელ ოტმან ალახს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად აჯობა.
Slamm Events - ეს არის საბრძოლო ხელოვნების K-1-ის, Thaibox-ის და Full Muay Thai-ის უმაღლესი ლიგა, სადაც მონაწილეობენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.
Slamm-ი ყოველწლიურად ერთ დიდ ივენთს მართავს, წლეულს კი, მისი მე-7 გამოშვება შედგა. გიგა ჭიკაძის სპონსორია "აჭარაბეთი", რომელიც ყოველნაირად ხელს უწყობს სპორტსმენს პროფესიულ წინსვლაში.







