ჭადრაკი

20:09 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩიგოგიძის მემორიალი ვოლკოვმა მოიგო

დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ექსპრეზიდენტ კახი ჩიგოგიძის პირველი მემორიალი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. აღნიშნულ ტურნირში 16 და 20-წლამდე მოჭადრაკე ქართველი გოგო-ბიჭები მონაწილეობდნენ. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 3000 ლარს, რომელიც თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში I-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებზე გადანაწილდა. მთავარი პრიზისა და სპეციალური თასის მფლობელი 20-წლამდე ვაჟთა შორის ნიკა ვოლკოვი გახდა.

აღნიშნული ტურნირის დახურვას ჩიგოგიძის ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების გარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე ესწრებოდნენ. მათ კახი ჩიგოგიძის დამსახურებასა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს.

პრიზიორ სპორტსმენებთან ერთად ფულადი ჯილდოები მათ მწვრთნელებსაც გადაეცათ. გთავაზობთ პრიზიორ სპორტსმენთა ჩამონათვალს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

16-წლამდელები

გოგონები

I - ლილე ქორიძე (5,5)

II - დალი ნანეიშვილი (5)

III- მარიამ ჯავახიშვილი (4,5)

ვაჟები

I - გიორგი სიბაშვილი (6,5)

II - გიორგი ბეჭვაია (5,5)

III- ლუკა ლიჩელი (5,5)

20-წლამდელები

გოგონები

I - ნინო ხომერიკი (6,5)

II - ლიკა კობეშავიძე (6)

III - ადა ქაქუთია (6)

ვაჟები

I - ნიკა ვოლკოვი (7,5)

II- ირაკლი ბერაძე (7)

III - ნიკა ღვამბერია (6,5)

0.150531