ჭადრაკი

17:00 | 1.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩიბურდანიძემ სამი ტური დაუმარცხებლად განვლო

მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე 3 ტური მიილია, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2506) კი კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობს.
საწყის ტურში მასპინძელი ბატხუაგ მუნგუნტაალის (2418) ძლევის შემდეგ, მაიამ ზედიზედ ორი ყაიმი გააფორმა. ჩიბურდანიძე შავებით ჯერ ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2527) დაუზავდა, შემდეგ კი კი თეთრებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ – რუს ტატიანა კოსინცევას (2536).
ჩიბურდანიძემ 2.0 ქულა მოაგროვა და გრან-პრის მონაწილე 12 მოჭადრაკეს შორის მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. მის წინ ჩინელი ქსუე ჟაო (2462, 2.5 ქულა), ინდოელი ჰუმპი კონერუ (2600, 2.5) და ჩინელი იიფან ჰოუ (2577, 2.0) იმყოფებიან.
მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით სწორედ ერთ-ერთ ლიდერ ჟაოს ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული (ჩიბურდანიძის აქტივში მხოლოდ 85 ქულაა). ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჰოუს, ხოლო ტატიანა კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის ბოლო შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
გრან-პრის  თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
გრან-პრიზე დასვენების დღეები 3 და 8 აგვისტოა, დასკვნითი მე-11 ტური კი 11 აგვისტოს გაიმართება. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90  ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750

გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000
 

ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
მეორე ტური

შენ იანგი (ჩინეთი, 2453) – ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2418) 0:1
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2527) – მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2506) 0.5:0.5
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2536) – ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2488) 1:0
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2542) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2585) 0.5:0.5
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2485) – ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2224) 1:0
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2595) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) 1:0

მესამე ტური
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) – შენ იანგი (ჩინეთი, 2453) 0.5:0.5
ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2224) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2595) 0.5:0.5
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2585) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2485) 1:0
ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2488) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2542) 0:1
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2506) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2536) 0.5:0.5
ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2418) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2527) 0:1

სატურნირო მდგომარეობა
1. ჟაო – 2.5; 2. კონერუ – 2.5; 3. ჰოუ – 2; 4. ჩიბურდანიძე – 2; 5. კოსინცევა – 2; 6. სტეფანოვა – 2; 7. ქსუ – 1.5; 8. სებაგი – 1. 9. მუნგუნტაალი – 1; 10. ილდიზი – 0.5; 11. ჟუ – 0.5; 12. შენი – 0.5; 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091502