სხვა

19:49 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ექსპერტი ქუთაისშია

როგორც გაუწყეთ, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წამყვანი ექსპერტი, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანტიშეკ ტაბორსკი იმყოფება. ცნობილი ჩეხი სპეციალისტი „სასკოლო ხელბურთის“ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლების ფიზაღზრდის მასწავლებლების მინი–ხელბურთსა და სასკოლო ხელბურთში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად გახლავთ მოვლინებული. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით ტარდება.

ფრანტიშეკ ტაბორსკი დღეს ქუთაისს ეწვია. მან დასავლეთ საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების 80-მდე ფიზაღზრდის პედაგოგს ხელბურთის სწავლების მეთოდიკა გააცნო და სპორტის სასახლეში პრაქტიკული გაკვეთილებიც ჩაუტარა. ჩეხი ექსპერტი ქუთაისში კიდევ 2 დღეს დარჩება, შემდეგ კი ანალოგიურ სემინარებს ყვარელსა და თბილისში ჩაატარებს. ფრანტიშეკ ტაბორსკის თქმით, ყველა ის პედაგოგი, რომელიც სრულად გაივლის სწავლების კურსს, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს.

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

ავტორის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081132