ჩოგბურთი

22:36 | 4.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობისა და ლიდერობისთვის საბრძოლოდ

 

როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული დიდი ალბათობით წლევანდელი უიმბლდონის ჩემპიონი გახდება. ბაზელელი და ბელგრადელი ჩოგბურთელების სანუკვარი მიზანი პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის კიდევ ერთხელ მოგებაა, თუმცა, პარასკევს, 6 ივლისს გასამართ მატჩს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს. საქმე ისაა, რომ როჯერ ფედერერს მსოფლიოს რეიტინგსიაში მოწინავე პოზიციაზე დაბრუნების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუკი უიმბლდონს მოიგებს, ხოლო ჯოკოვიჩი ფინალში ვერ გავა. ცხადია, პარასკევს როჯერის მოგების პირობებში ნოვაკი გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ხოლო თუკი შვეიცარიელმა დიდოსტატმა ფინალშიც იმარჯვა, პლანეტის რეიტინგსიის პირველ საფეხურზე აუცილებლად დაბრუნდება. ჯოკოვიჩს კლასიფიკაციაში დღევანდელი, მოწინავე ადგილის შენარჩუნება უიმბლდონის ფინალში გასვლითაც შეუძლია. შეგახსენებთ, წლეულს საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ჯოკოვიჩმა ფედერერს სამი სეტით 6:4, 7:5, 6:3 მოუგო. 
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099253