ხშირია შემთხვევა, სპორტსმენი თავის სპორტული შეცდომების გამო ჯარიმდებოდეს, მაგრამ იშვიათია ციხეში ხვდებოდეს მკვლელობის მცდელობისთვის. კიგბოქსინგში ყოფილ ჩემპიონს, მაროკოელ ბადრ ჰარის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ფულის გამოძალვა ედება ბრალად. ამჟამად სპორტსმენი ჰოლანდიის ციხეში იმყოფება და ბრალი 8 სამართალდარღვევაში აქვს წაყენებული, რაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაზარალებული კი მილიონერი კოენ ევერინკია, რომელსაც სპორტსმენმა ამსტერდამის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფულის გამოძალვის მიზნით სცემა. კოენ ევერინკმა, თავის არესა და ფეხებზე, იმდენად სერიოზული ტრავმები მიიღო, რომ ვეღარასოდეს შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.
სასამართლო მოსმენა ჰოლანდიაში უახლოეს დღეებში გაიმართება. ეს შემთხვევა, ალბათ მაგალითი უნდა იყოს ყველა იმ აგრესიული და ბრიყვი ვაისპორტსმენისთვის, ვინც სახელს უტეხს სამშობლოს და ოჯახს...







