ლონდონში Queen’s Club-ის კორტებზე სტარტი აიღო 625300 ევრო საპრიზო ფონდის მქონე ტურნირი და პირველივე წრეში შეჯიბრებას მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა. პირველ ნომრად განთესილი შოტლანდიელი ენდი მარეი ფრანგ ნიკოლა მაიუსთან 3:6, 7:6, 6:7 დამარცხდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში მარეი “როლან გაროსის” მეოთხედფინალში ესპანელ დავიდ ფერერთან დამარცხდა და ლამის მატჩის დასრულებისთანავე ბრიტანეთში დაბრუნდა “ბალახის კორტის სეზონისთვის” უკეთ მოსამზადებლად. “დაძაბული ორთაბრძოლა გამოგვივიდა. გადამწყვეტი მესამე სეტის ის მომენტი გამოდგა, როცა, ბრეიკის შესრულების შემდეგ, საკუთარი მოწოდება წავაგე. ისე კი, ნიკოლა მშვენივრად თამაშობს ბალახის მე კი კიდევ გარკვეული დრო დამჭირდება, რათა ახალ გარემოებას გავუშინაურდე”, - თავი იმართლა მარეიმ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს კლასიფიკაციის ნომერ მეოთხე ჩოგანს ენდი მარეის ორჯერ აქვს მოგებული ხსენებული ტურნირი.







